კატეგორია: სათავგადასავლო გრძელი ტურები
ხანგრძლივობა: 8 დღე
ტურისტის მინიმალური რაოდენობა: არ არის შეზღუდული
მთლიანი მანძილი:  780 კმ
ფეხით სასიარულო:  7 კმ

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:

ულამაზეს ქალაქ თბილისს, ღვინის რეგიონს– კახეთს, საქართველოს ერთ–ერთ გამორჩეულ მთის კუთხეს– თუშეთს და ჩვენი ქვეყნის სიამაყეს – გერგეთის სამებას;

I დღე – ტრანსფერი აეროპორტიდან და ექსკურსია ღამის თბილისში

* დახვედრა აეროპორტში;
* ტრანსფერი აეროპორტიდან და სასტუმროში განთავსება;
* ექსკურსია ღამის თბილისში:
* სამების საკათედრო ტაძრის მონახულება.
* გასეირნება მშვიდობის ხიდზე და პარკში სადაც მოცეკვავე შადრევნებია აღმართული
* გასეირნება ლამაზად განათებულ ქალაქის ძველ უბნებში სადაც მრავლადაა კაფე–ბარები;
* ღამისთევა სასტუმროში;

II დღე – საექსკურსიო პროგრამა თბილისში

* მეტეხის ტაძრის მონახულება (XII საუკუნის მიძინების სახელობის ტაძარი). ლეგენდის თანახმად ძველ ტაძარში შუშანიკია დაკრძალული;
* ნარიყალის ციხესიმაგრის მონახულება (IV საუკუნე);
* სიონის ტაძრის მონახულება (VI საუკუნე);
* ანჩისხატის ბაზილიკის მონახულება (VI საუკუნე). ეს გახლავთ ყველაზე ძველი მოქმედი ტაძარი მთელს თბილისში;
* მონუმენტური ქანდაკების, ქართლის დედის მონახულება;
* ექსკურსია მთაწმინდაზე. ა.ს გრიბოედოვის საფლავის მონახულება. ტაწმინდიდან თქვენ საშუალება გექნებათ დატკბეთ თბილისის ულამაზესი ხედებით;
* დაბრუნება ქალაქის ცენტრში;
* თავისუფალი დრო;
* ღამისთევა სასტუმროში;

III დღე – ღვინის ტური კახეთში


* 8 სთ–ზე გავალთ თბილისიდან და გავუდგებით სიყვარულის ქალაქ–სიღნაღისკენ მიმავალ გზას;
* გზად მოვინახულებთ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს:
* დავათვალიერებთ ქალაქ სიღნაღის ღირსშესანიშნაობებს და ვესტუმრებით ჯონ ვურდემანის მარანს, სადაც დავაგემოვნებთ რამდენიმე სახეობის ღვინოს;
* ვეწვევით ალიაშვილების ღვინის მარანს და აქაც გავსინჯავთ მათ მიერვე წარმოებულ უგემრიელეს ღვინოებს;
* გავემგზავრებით ყვარლისკენ და მოვინახულებთ ყვარლის გვირაბს, სადაც ხდება დიდი რაოდენობით ღვინის დაძველება და დავარგება. კიდევ ერთხელ გავეცნობით ღვინის დამზადების ტექნოლოგიას და დავაგემოვნებთ რამდენიმე სახეობის ღვინოს; აქვე გვექნება სადილი რესტორანში.
* გავემართებით ნეკრესისკენ და გავეცნობით მისი დაარსების ისტორიას;
* მოვინახულებთ კახეთის ძველი დედაქალაქის–გრემის ნანგრევებს და მის ცენტრში მდგარ ულამაზეს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას.
* გავემართებით თელავისკენ, დავათვალიერებთ ახლადაღდგენილ ქალაქს და გავეცნობით მის ისტორიას.
* სასტუმროში განთავსება და ვახშამი

IV დღე – თუშეთი (თელავი – ალავერდი – ომალო – ბოჭორმა – დოჭუ)

* საუზმე
* გასვლა თელავიდან, ალავერდის მონასტრის მონახულება;
* გამგზავრება მთა–თუშეთისკენ (მგზავრობის ხანგრძლივობა 5 საათი)სადილი საველე პირობებში. სასტუმროში;
* განთავსება, (ზემო ომალო) კესელოს ციხეების მონახულება;
* გამგზავრება გომეწრის ხეობისკენ, ბოჭორმისა და დოჭუს–კლდეზე ნაშენი სოფლის დათვალიერება;
* დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი.

V დღე: თუშეთი (პირიქითის ხეობა: დართლო – დანო– კვავლო– ჭეშო – ფარსმა)

* საუზმე;
* გამგზავრება პირიქითის ხეობისკენ, დართლოს, დანოს, კვავლოს, ჭეშოს ფარსმისა და გირევის ნახვა სადილი საველე პირობებში;
* გამომგზავრება ომალოს საოჯახო სასტუმროში–ვახშამი.

VI დღე: თუშეთიდან დაბრუნება

* საუზმე;
* გამგზავრება ქვემო ომალო–შენაქო–დიკლოსკენ;
* ვნახავთ ფიჭეხის ულამაზეს ციხეს დაღესტნის საზღვართან. სადილი საველე პირობებში.
* გამომგზავრება თიანეთისკენ, გზად მოვინახულებთ კვეტერას.
* საოჯახო სასტუმრო მთიებში განთავსება და ვახშამი.

VIIდღე – ტური ყაზბეგში

* საუზმე
*10 სთ–ზე გავალთ თიანეთიდან და გავუდგებით სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზას.
*გზად მოვინახულებთ ანანურის ციხე კომპლექსსა და ჟინვალის წყალსაცავს.
*გავემართებით სტეფანწმინდისკენ, სადაც მოვინახულებთ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმართულ გერგეტის სამებას (XIV ს.), აქვე გვექნება ლანჩი.
*გავემართებით დარიალის ხეობის მოსანახულებლად.
*გამოვემგზავრებით თბილისისკენ.
* სასტუმროში განთავსება;

VIII დღე – ტრანსფერი აეროპორტში

* საუზმე;
* ნომრების განთავისუფლება
* თავისუფალი დრო სუვენირების საყიდლად
* ტრანსფერი აეროპორტში

Attention: The internal data of table “135” is corrupted!
შენიშვნა: * ფასი შესაძლოა შეიცვალოს; * მოცემული ფასები დათვლილია ერთ ადამიანზე

.

.


View 8 day complex tour in Georgia in a larger map